"ექსპერტიზის დასკვნამ ჩანაწერების სანდოობა და უტყუარობა გამორიცხა" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებული ჩანაწერების არა ავთენტურობაზე საუბრობენ და ამის უტყუარ მტკიცებულებად ექსპერტიზის შედეგებს ასახელებენ. „ქართული ოცნების“ პოზიციით ახლა გამოძიების გაგრძელების საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგსი , რათა დადგინდეს ვინ გააკეთა ჩანაწერი და რისთვის დასჭირდათ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით კი ზაზა ოქუაშვილი კონკრეტულ შეხვედრებსა და საუბრებს, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებისთვის იყენებდა. ამასთან უმრავლესობა პროკურატურას მოუწოდებს, დააჩქაროს ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაწყებული გამოძიება და შედეგი წარმოადგინოს.