პარლამენის თავმჯდომარემ საზოგადოებას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გააცნო. ირაკლი კობახიძის განმარტებით მმართველი გუნდი მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრე დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტის არსებულ ვერსიას მხარს არ დაუჭერს. ამავე დროს, ირაკლი კობახიძე აღნიშნულ პარლამენტარებს აქტიური დისკუსიისკენ მოუწოდებს, რათა კანონპროექტის ახალი ვარიანტი ყველასთვის მისაღები იყოს.