"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბი გახსნა. გიორგი ბირბიჩაძემ არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა “დღეიდან ვაკის რაიონის N 03 ოლქის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ მოვიდნენ და მოგვაწოდონ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიქნებით მათ სამსახურში,” - აღნიშნა კანდიდატმა მედიასთან საუბრისას.