დღეს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ.
გუშინდელ სხდომაზე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ან არ წინააღმდეგ წავიდეს უმრავლესობა, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.