პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. მისი შეფასებით, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლმენტი არჩევნების შემდეგ არის: "ქართული ოცნება" - 60%; "ნაციონალური მოძრაობა" თავისი "ევროპული საქართველოთი" -20%; დანარჩენი ოპოზიცია - 20%.
კობახიძის თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ეს მიღწევადი შედეგია.
კითხვაზე, რა აძლევს მას აღნიშნული ციფრების დასახელების საფუძველს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის პროგნოზებში არსებითად არასდროს შემცდარა. ამასთან, ირაკლი კობახიძე არ ასახელებს კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ვისთან ითანამშრომლებს "ქართული ოცნება". ამასთან ის ამბობს, რომ "ქართული ოცნება" გამორიცხავს თანამშრომლობას "ნაციონალურ მოძრაობასთან", "ევროპულ საქართველოსთან" და ყველა იმ პარტიასთან, რომელიც ღიად უპირისპირდებიან ქვეყნის დასავლურ მიზნებს.