„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მთელ რიგ მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს ითვალისწინებს.
მამუკა მდინარაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, „ქცევის კოდექსში“ ასახული ყველა პუნქტის რეალურად შესრულება უზრუნველყონ.