ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ჩანს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს.
როგორც კობახიძემ განმარტა, “ქართული ოცნება“ მზადაა კეთილი მათი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ იმშემთხვევაში, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან გამოჩნდება, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია.