საქართველო უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხს მოვლენათა განვითარების შესაბამისად გადაწყვეტს. საგარეო უწყებამ ელჩთან პირველი შეხვედრის გამართვის შემდეგ განცხადება გაავცელა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ისინი დააკვირდებიათ თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით.
ამასთან, საგარეო უწყება განმარტავს, რომ ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ასევე არ იგეგმება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა.
თავის მხრივ, როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ საგარეო უწყებაში შესვლამდე აღნიშნა ის არ იზიარებს პოზიციას, რომ საელჩომ შესაბამისად ვერ იმუშავა.