ქართული მხარე მუშაობს მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დანერგვაზე, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ "პალიტრანიუსს" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაუდასტურა. აპლიკაციის შექმნასა და დანერგვასთან დაკავშირებით ქართული მხარი ავსტრიასთან თანამშრომლობს. ავსტრიამ საქართველოს საკუთარი მოდელი უკვე გაუზიარა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მუშაობა მოდელის ადაპტირებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.