"ქართული მიწა ემიგრანტებს" – საინიციატივო ჯგუფი ქართველი ემიგრანტებისთვის მიწის ნაკვეთების შეღავათიან ფასად მიყიდვისა და 10 წლის ვადით გადასახადის გადახდისაგანს გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. როგორც სასტუმრო citadines-ში გამართულ პრეზენტაციაზე ლაშა ღლონტმა განაცხადა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ, უნდა ჰქონდეთ უფლება ქართული მიწის შეძენა-გასხვისებასთან დაკავშირებით, ისარგებლონ იგივე შესაძლებლობებით, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. აღნიშნული ინიციატივით , საინიციატივო ჯგუფი მთავრობას 10 დღის ვადაში მიმართავს.