ქართული მედია კვლავ "ნაწილობრივ თავისუფალია" - 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა. მის თანახმად, წინა წელთან შედარებით საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა, თუმცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ანგარიშში ასევე შეფასებულია საქართველოს საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოც. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 102-ე პოზიციაზეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაწილობრივ თავისუფალი სტატუსი მხოლოდ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააჩნია.