საქალაქო სასამართლოში "ქართული მარშის" წევრი 6 ბრალდებული პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. 19 მარტს "ქართული მარშის" წევრებმა "რუსთავი 2"-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული რეპლიკა გააპროტესტეს: "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა".