"ქართული მარშის" წევრები სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. შემდეგი სასამართლო სხდომა კი, 16 აპრილს დანიშნა. პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოზე შუამდგომლობა დააყენა და აღნიშნა, რომ ადვოკატს არ ჩაბარებია ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირების დაკავების ოქმი, ასევე საქმის მასალები. ამასთან, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ მას სჭირდება დრო მტკიცებულებების გასაცნობად, შესაბამისად, სხდომის გადადება მოითხოვა. სხდომის გადადების წინააღმდეგი იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ, თავის მხრივ, სხდომაზე წარადგინეს სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეომასალები.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სულ 6 პირი დააკავეს, აქედან მიხეილ ამისულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელწერილით არის გათავისუფლებული, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ინციდენტისასა დაშავდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტები.