10:23
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქართული მანდარინი ექსპორტზე დამატებით 6 ახალ ქვეყანაში გავიდა - 50 ათასი ტონა მოსავალი და მაღალი ხარისხის მოსავალი
24-01-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მერუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნარინჯისფერი რთველი დასრულდა. უწყების განცხადებით, 2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავლით გამოირჩეოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის პერიოდში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. საექსპორტო ქვეყნებს სეზონზე დაემატა სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა. მანდარინზე საბითუმო ფასი 60 თეთრიდან 2 ლარამდე იყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები