სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათების დაწესება იგეგმება. ქართული კომპანიები ტენდერებში ათპროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ. საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე გადაწყდება. როგორც მწარმოებელთა ფედერაციის თავმჯდომარე აცხადებს, შეღავათებით მხოლოდ ის დარგები ისარგებლებენ, რომლებიც იმპორტიორებთან კონკურენციას შეძლებენ