ამერიკის შეერთებული შტატების ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს სასანქციო სიაში ქართული კომპანია მოხვდა. უწყების მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ქართული კომპანია Georgia Petro chemical and Aviatech შეეცადა ირანისგან ნავთობი უკანონოდ შეესყიდა და მალაიზიაში გაეყიდა.
სიაში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას საფრთხეს უქმნის.