დღეს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ორი ქართული კლუბი თბილისის დინამო და საჩხერის ჩიხურა, გენმეორებით შეხვედრებში იასპარეზებენ. თბილისის დროით 21 საათზე დინამო გაბალას დაუპირისპირდება. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თბილისურმა გუნდმა მეტოქე სტუმრად 0-2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს, სადაც ფეინოორდს დაუპირისპირრდება. მეორე ქართული კლუბი საჩხერის ჩიხურა სათამაშოდ შოტლანდიაში ჩავიდა. აბერდინთან საქართველოში ჩატარებული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, რაც ქართველ გულშემატკივარს ოპტიმიზმის საფუძველს გვიტოვებს. მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე შოტლანდიის აქალაქ აბერდინში პიტოდრი სთედიუმზე გაიმართება.