ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიამართა, სადაც სამი ქართული კლუბი გამოვიდა. ყველაზე დამაჯერებელი თბილისის დინამო გამოდგა, რომელმაც ანდორული ენგორდანი 6-0 გაანადგურა. ქართულმა კლუბმა მეტოქის რბევა უკვე მეექვსე წუთზე ნინუას გოლით დაიწყო, რომელსაც პირველ ტაიმში 21-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი - კუხიანიძის ავტორობით დაემატა. მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად, სრულად ქართველთა უპირატესობით წარიმართა, სადაც დინამომ დამატებით 4 უპასუხო გოლი გაიტანა და მიმდინარე დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვების მოპოვება შეძლო. საბოლოო ჯამში დუბლით კუხიანიძე გამოირჩა, თითო თითო გოლი კი ნინუამ, ქავთარაძემ, კუტალიამ და ზარიამ გაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ტორპედო მძიმე ფინანსურ ვითარებაშია, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გუნდი თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვე, მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი მოედანზე, ფაქტობრივად სულ ახალი გუნდი გაიყვანა მაინც შეინარჩუნა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ქუთაისური გუნდი კახა ცხადაძის ორდაბასის სტუმრად დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდა. მართალია ყაზახური გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეტის გატანა ვერ მოახერხა და შესაბამისად ტორპედო მხოლოდ ერთი ბურთით დამარცხდა, ისიც ქართულმა კლუბმა მეორე ტაიმის შუაში,67-ე წუთზე გაუშვა. ძალაინ საინტერესო მატჩი გამართა ლუქსემბურგში, სადაც ადგილობრივი ფოლა საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა.მატჩის პირველი ტაიმი მეტად თანაბარი გამოდგა, სადაც მასპინძლებმა სინანის პენალტით დაწინაურება სეძლეს. მეორე ტაიმში ქართულმა კლუბმა ბრწყინვალედ ითამაშა, სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კართან ეფექტური იერიშებიც მიიტანა. ჩიხურამ ტაბლოზე თანაფარდობა 59-ე წუთზე სარდალიშვილის გოლით აღადგინა, ხოლო 86-ე წუთზე კორიფაძის 11 მეტრიანით დაწინაურება და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება შეძლო. შეგახსენებთ, რომ განმეორებით მატჩები 18 ივლისს გაიმართება.