მიუხედავად იმისა, რომ ქართული კივისთვის ევროკავშირის ბაზარი ღიაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ექსპორტი მაინც არ ხორციელდება. ევროპული სერთიფიკატის მფლობელი "ნერგეტას“ ხელმძღვანელი "ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მიზეზი, გასაღების სხვა ბაზრებზე არსებული უფრო მაღალი ფასია. მისი თქმით, იაპონიაში კივის ფასი ბევრად მეტია და შესაბამისად, ევროკავშირში ექსპორტს კომპანია მომავალ სეზონზეც არ გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ქართული კივი ევროკავშირის ბაზარზე ბოლოს, 2018 წელს გაიყიდა, საბერძნეთში დააახლოებით, 41 ტონა. 2019 წელს კი საქართველოდან 167 ტონა კივის ექსპორტი განხორციელდა. ხოლო გასაღების ბაზრები სომხეთი, იაპონია და ყატარი იყო.