ევროპა ლიგის მესამე საკვლიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალომ" გასვლაზე "არარატ არმენიას" 2:1 მოუგო. მატჩი თბილისურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო, საპასუხოდ, სომეხთა ფორვარდა კობიალკომ 31 წუთზე ანგარიში გახსნა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა. მეორე ნახევრიდან საბურთალო ძალიან სახოფათო გახდა, ბურთის ფლობა 60% გადააჭარბა და მეტოქეს უამრავ პრობლემას უქმნიდა. ტაბლოზე თანაფარდობის აღდგენა 72-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა შეძლო, რომელმაც ლაკვეხელიანის გადაცემა გამოიყენა. გამარჯვებიუს მომტანი გოლი კი საბურთალოს ახალწვეულმა, ხუთი წუთით ადრე შემოსულმა ლევან ყენიამ, 76-ე წუთზე შეძლო. ამგვარად, თბილისურმა კლუბმა ერევანში მოიგო, განმეორებითი შეხვედრა კი 14 აგვისტოს თბილისში 20 საათზეა დაგეგმილი.