საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ.
საქართველო, უკვე მესამედ იღებს მონაწილებას, "ვინექსპო 2019"-ში, რაც ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია და 4 საოჯახო მარანი მონაწილეობს.
ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინო ათასობით ადამიანმა დააგემოვნა, მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.