ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა, რაც მისი საერთაშორისო მასშტაბით დაცვას უზრუნველყოფს ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელზეც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.
"ხაშმის საფერავი" არის წითელი მშრალი ღვინო ხაშმის მიკროზონიდან, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი და კოტეხი.