ქართული "ემჯიემტექსი" H&M-ის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. კომპანიამ ცნობილ ბრენდთან მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დაასრულა. შედეგად კი ორ თვეში ემჯიემტექსი ეიჩენდემს 5 ათას კაბას მიაწვდის. ემჯიემტექსი“ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. საწარმო ქუთაისში მდებარეობს და მასში 280 ადამიანია დასაქმებული.