ლონდონში მოღვაწე ქართული დუეტი Healer Twins კომპოზიციაზე Mountain Of Dreams გადაღებულ კლიპს ავრცელებს. Healer Twins ტყუპი დების, ლიანა და თეა შენგელაიების პროექტია. გოგონებმა მედიის ყურადღება 2015 წელს მიიპყრეს, როდესაც ფილმში Star Wars: The Force Awakens მიიღეს მონაწილეობა. ერთ წელიწადში მათ სადებიუტო ალბომი Healer Twins გამოუშვეს.