21:17
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
ქართული დელეგაციის პატივსაცემად თურქეთში "დიდოუ ნანა" იმღერეს
02-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი გუშინ დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილს ერდოღანის მთავრობა პომპე-ზურად დახვდა. პოლიტიკური ნაწილის შემდეგ, დღის ბოლოს ვახშამიც გაიმართა, სადაც ქართული დელეგაციის პატივსაცემად ქართული სიმღერები შესრულდა. ამის შესახებ AMBEBI.GE წერს.

კადრებს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

"ქართული დელეგაციის საპატივცემულოდ შესრულებული სიმღერები საქართველოს პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის ოფიციალური ვახშმის არაოფიციალური ნაწილი იყო.

ყველა დეტალიდან კარგად ჩანდა, პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი მეზო-ბელი სახელმწიფოს პირველი პირის დამოკიდებულება, პატივისცემა და და-ფასება. ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალშიც თვალნათლივ ჩანდა - თურქეთის პრეზიდენტი მისთვის საპატიო სტუმრებს სწორედ ასე მასპინძლობს.

ვიზიტის დასასრულს, ყველამ ერთად აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მაღალი დონის სახელმწიფო შეხვედრა განსაკუთრებულად მეგობრული იყო და ამით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართველი მაღალი რანგის პოლიტიკოსების ვიზიტებისგან არსები-თად განსხვავებულიც" - წერს გიორგობიანი.

 

AutoPlay
ფიზიკური დაპირისპირება ქართველ და ბელარუს მგზავრებს შორის - ნახეთ რა მოხდა მინსკი-თბილისის რეისზე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
რას ჰყვებიან ფოთში შვილიშვილის მიერ მოკლული ბებიის მეზობლები?
02-06-2021
ტოკიოში ავტობუსებით ტურები განახლდა, რა დროსაც საკურას აყვავებული ხეების ნახვაა შესაძლებელი - ეს და სხვა საინტერესო სიახლეები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან
22-03-2021
"ვაიმე ღმერთო რა ხდება" - კადრები, როგორ ჩამოცვივდა ხალხი აივნიდან
08-03-2021
რაჭიში ნაპოვნი დაობლებული დათვის ბელი თბილისში ჩამოიყვანეს
03-03-2021
"შეუდგებით ქრისტესა?" - მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს
19-01-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები