ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ასევე არის პირდაპირი მითითება, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ.
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების, თქმით, დღეს ასამბლეა ორ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს განიხილავს.
საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 25-29 იანვარს ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.