ქართული ჩურჩხელა შესაძლოა, მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს - ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტმა განაცხადა.
მისი თქმით, მზარდი გლობალური კონკურენციის საფრთხეებს საქართველო თხილისგან დამზადებული პროდუქტებით უნდა ებრძოლოს ანუ პროდუქტებში გამოყენებულ თხილს დამატებითი ღირებულება უნდა მიენიჭოს და ასევე, უნდა განვითარდეს თხილის გადამუშავება. ექსპერტი ამის საუკეთესო საშუალებად ქართულ ჩურჩხელას ასახელებს.
ეკონომისტის აზრით, საერთაშორისო დონეზე გეოგრაფიული სახელწოდებით დაცული პროდუქტის სახით, ჩურჩხელას სათანადო დარეგისტრირება და პოპულარიზაცია უნდა მოხდეს.