ქართული ჩაი 170 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით "საპარტნიორო ფონდმა", "საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციასთან" ერთად საიუბილეო ღონისძიება გამართა. ქართული ჩაის აღორძინებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი პოტენციალის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, "საპარტნიორო ფონდი" უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, უახლოეს წლებში შესაძლებელი გახდება ჩაის ინდუსტრიის რეაბილიტაციის განხორციელება საქართველოშისინქრონი საგანელიძეღონისძიებაზე გამომსვლელებმა, საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი სტრატეგიული გეგმების შესახებ ისაუბრეს. საერთაშორისო აღიარება ქართულმა ჩაიმ, პირველად, 1900 წელს, პარიზში მოიპოვა, სადაც იგი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.