თბილისის ეკონომიკის საერთაშორის სკოლა აისეთის კვლევის თანხმად, ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი ნელი ტემპით განაგრძობს შემცირებას. ინდექსის მიხედვით, ინდექსის შემცირების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირება. ამასთან კვლევაში აღნიშნულია, რომ ბიზნესის ოპტიმიზმი მთლიან ეკონომიკაზე მცირედით გაუმჯობესდა. გამოკითხული რესპოდენტების მცირე უმრავლესობა მოელის საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მომდევნო კვარტალში. სხვა სექტორებთან შედარებით, მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საცალო ვაჭრობის სექტორში. აისეტის კვლევის მიხედვით, მსხვილი ბიზნესები უფრო დადებითად არიან განწყობილი ზოგადად ეკონომიკაზე ვიდრე მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.