საქართველოში შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელები პირველი მასშტაბურ სწავლებას გაიმართავენ.