ქართული 50-ლარიანი 2016 წლის საუკეთესო კუპიურების კონკურსზეა წარდგენილი. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, კონკურსი ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციამ (IBNS) გამოაცხადა. "ქართული 50-ლარიანი კუპიურა მოხატულია შუა საუკუნეების ხატწერით. მასზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც „საქართველოს ოქროს ხანა“. კუპიურას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები", - წერს "ბლუმბერგი".