ქართულ-შვეიცარიული კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" წარმოების გაფართოებასა და საქართველოშიკიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამ დროისთვის "ბლაუენშტაინ საქართველოს" მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 27 მილიონ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, რაჭაში დაარსებული ქართულ-შვეიცარიული კომპანია ნატურალურ პროდუქციას ტრადიციული მეთოდებით, ევროპული სტანდარტებისა და რეცეპტების გამოყენებით აწარმოებს. ამ ეტაპზე "ბლაუენშტაინ საქართველო" 4 სათავო და 10 პარტნიორ ფერმას ფლობს, აგრეთვე, აქვს საკუთარი პირველადი დამუშავების საწარმო და ერთი საფირმო მაღაზია თბილისში.