თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო საჰაერო ხომალდებს პარკირების გადასახადის გადახდა მოუწევთ. საუბარია, აეროპორტში ბაზირებულ ქართულ ავიაკომპანიებზე, რომელთაც აღნიშნული გადასახადის გადახდა იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ ჩამოფრენიდან 14 დღის განმავლობაში აეროპორტში იქნებიან გაჩერებული. როგორც "ტავ ჯორჯიაში" აცხადებენ, გადასახადი განსხვავებულია და თვითმფრინავის ამწეობაზეა დამოკიდებული. კერძოდ, თვითმფრინავის ამწეობის მიხედვით, ჩამოფრენიდან 14 დღის შემდეგ, ყოველ დღეზე ავიაკომპანიებს 100-365 დოლარის გადახდა მოუწევთ.