პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ თემად ადგილობრივ არჩევნებზე წარსადგენი მერობის კანდიდატები განიხილება. სხდომა 16 საათზეა ჩანიშნული. მედიის წარმომადგენლებთან დღის განმავლობაშ ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს თუ როდის აპირებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას რაზეც ღარიბაშვილმა მოკლედ უპასუხა რომ უნდა დაველოდოთ რა განცხადებები გაკეთდება დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.