მმართველმა პარტიამ დღეს პოლიტ საბჭოს სხდომა ჩანიშნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში 16:30 წუთზე შეიკრიბებიან. პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ერთი საათია განსაზღვრული ვინაიდან 17:30-წუთზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული. შეხვედრის განსახილველი საკითხები ოფიციალურად არ დაანონსებულა ,თუმცა ქართულ ოცნებაში სავარაუდოდ ევროკავშირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაზე იმსჯელებენ.