„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის 30-ვე მაჟორიტარი ივლისის შუა რიცხვებში დასახელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო პროგრამაზე მუშაობაც და სავარაუდოდ თვის ბოლოს დასრულდება.
კობახიძის თქმით, დოკუმენტი მოიცავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას. „ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ რომ თვის ბოლოდან სრულფასოვან წინასაარჩევნო სამზადისზე გადავლენ.