მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. ამასთან, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და საზოგადოება ამის შესახებ რამდენიმე დღეში შეიტყობს.
სრულიად განსხვავებულ დემოკრატიულ და მორალურ სტანდარტად აფასებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ანრი ოხანაშვილი. პარლამენტის იურიდიულ საითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყველა კითხვას პასუხი ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში გასცა.
თანაპარტიელების პათოსს იზიარებს ქართული ოცნების წევრი კახა კუჭავაც. მისი აზრით, ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს თანამდებობას.