თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ მოვლენებზე პარლამენტარების პოზიცია აჩვენებს, რომ მმართველ გუნდში არ არის მართვის ჯანსაღი სტილი, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დასაშვებია თუ არა, რომ მმართველ გუნდშიც არ იცოდნენ რა ულტიმატუმებზე საუბრობდა თეა წულუკიანი ბოლო დღეების განმავლობაში, ბესელიამ განაცხადა რომ უხერხულია, როცა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, რომელთა მთავარი ფუნქცია მთავრობის კონტროლია, არ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ.