05:33
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
„ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე - მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ქუჩები ცარიელი იყო - გიგი უგულავა
28-05-2020
„ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე. მათ მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ცარიელი იყო ქუჩები,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში განაცხადა.
 
მისივე თქმით, პანდემიის მართვის პროცესში ბევრი პრობლემა გამოჩნდა, განსაკუთრებით კი ის, რომ ხელისუფლება თეთრი ხალათების უკან იყო ამოფარებული.
 
უგულავას განმარტებით, ქვეყანა პანდემიის დაძლევის შემდეგ, კიდევ უფრო დიდ კრიზისში აღმოჩნდება, რომელიც ეკონომიკური პრობლემებით იქნება გამოწვეული და მისი თქმით, მმართველ ძალაში ამ კრიზისის მართვის რესურსი არ არის.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები