სხვადასხვა ქართულ პროდუქციაზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა ან გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებზე, წვენებსა და საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები გაიზარდა ასევე: ცოცხალ ცხვარზე, თხასა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.