ავღანეთთან ურთიერთობაში სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, პრემიერის თქმით, შესაძლოა, ქართულ კომპანიებს ავღანეთში ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ავღანეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.