11:03
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქართულ ბაზარზე თხილის ფასი უპრეცედენტოდ მაღალია
30-07-2021

საქართველოს რეგიონებში ნედლი თხილის რეალიზაცია უკვე დაიწყო. 1 კილოგრამი პროდუქტის ფასი ამ ეტაპზე 3 ლარიდან -3 ლარამდე და 50 თეთრამდეა , რაც ,,ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ თანადამფუძნებლის თქმით, უპრეცედენტოდ მაღალია.

როგორც ის "ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, აგვისტოში შესყიდვები ამ ფასით გაგრძელდება, რადგან თხილის ყველაზე დიდ მწარმოებელს, თურქეთს თხილის ფასი ჯერ კიდევ არ განუსაზღვრავს. მისი მოლოდინით, აგვისტოში შესყიდვები სავარაუდოდ, ამ ფასით გაგრძელდება, სანამ თურქეთი თავის ფასს იტყვის.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი 49%-ით გაიზარდა. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით კი, 2020 წელს თხილის მოსავალმა 50 ათასი, ხოლო 2019 წელს 35 ათასი ტონა შეადგინა. წელს კი თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 10-15%-ით მეტ მოსავალს ელიან.

AutoPlay
აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად 15 მლნ აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
როგორ აპირებს მთავრობა ექსპორტის ზრდასა და იმპორტის ჩანაცვლებას
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ბიზნესს, რეგულაციებზე მეტად ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა აფერხებს - BAG ინდექსი
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ბოლო წლების განმავლობაში პირველად Nokia ახალ სმარტფონებს და პლანშეტს გამოსცემს
24-09-2021
ლეონარდო დიკაპრიო კულტივირებული ხორცის სტარტაპების პარტნიორი გახდა
24-09-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები