საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 21 ივლისის განკარგულებაშია აღნიშნული.კერძოდ, საუბარია, "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2020 წლის იანვარში - 46 მისო იყო რეგისტრირებული; თებერვალში - 45; მარტ-აპრილ-მაისში მათი რიცხვი 43 იყო; 24 ივლისის მონაცემებით კი - 41-ია.