საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესია ჩანიშნული. "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს. აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2012 წელს წაუყენეს.
მათთან ერთად ბრალდებული იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა, როგორც "პალიტრანიუსთან" საუბარში ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, პროკურატურამ ამ საქმეში 25 პირის მიმართ დევნა შეწყვიტა.
"ბანკი ქართუს" საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.