05:03
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
კარტოფილისგან ტორტის მომზადებაც არის შესაძლებელი - 3 მარტივი და გემრიელი რეცეპტი, რომელიც ამ პროდუქტით შეგიძლიათ მოამზადოთ
11-04-2019

კარტოფილი ერთი შეხედვით მარტივად მოსამზადებელი პროდუქტია. მისგან გემრიელი გარნირის, ან კერძის მომზადებისთვის რამდენიმე რეცეპტს გასწავლით. პირველ რიგში მზესუმზირის, ან ზეითუნის ზეთს შეურიეთ მარილი, წითელი წიწაკა, ზაფრანა, ნივრის ფხვნილი, ან ის სანელებლები, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ. შეამშრალეთ კატოფილი და დაჭერით შედარებით დიდ ნაჭრებად, მოასხით წინასწარ მომზადებული ზეთის სოუსი, კარგად აურიეთ და  განცალკევებულად დააწყვეთ ღუმელის ლანგარზე. კარტოფილის ღუმელში გამოცხობას დაახლოებით 45 წუთი დასჭირდება.  სანამ კარტოფილი ცხვება, წვრილად დაჭერით კამა და მწვანე ხახვი, დაახეხეთ დაჭრილ მწვანილს, თუ მარხვაზე არ ხართ შეგიძლიათ ამ კერძისთვის ცალკე სოუსიც მოამზადოთ, აურიეთ ერთმანეთში არაჟანი და მაიონეზი, დაჭერით წვრილად კამა და დაუმატეთ, ასევე დაახეხეთ ნიორი. დაამატეთ მარილი, შავი წიწაკა და ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, რომელიც სოუსს განსაკუთრებულ გემოს შესძენს. გამომცხვარი კარტოფილი ამოაწყვეთ თასში და მოაყარეთ წინასწარ მომზადებული დაჭრილი მწვანილები, კარგად აურიეთ, გადმოაწყვეთ თეფშზე და გემრიელად მიირთვით.

ასევე გემრიელია გაუთლელი კარტოფილისგან მომზადებული გარნირიც. კარგად გარეცხილი კარტოფილი დაჭერით დიდ ნაჭრებად, მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ. ასევე აიღეთ შედარებით დიდი ზომის კარტოფილი, მოათავსეთ ჩხირებზე, ან დანებზე იმისთვის, რომ ბოლომდე არ დაიჭრას. ჩაჭერით კარტოფილი ნახევარი სანტიმეტრის დაშორებებით ისე, რომ  საბოლოოდ ასეთი ფორმის პროდუქტი მიიღოთ. დაჭერით ყველი თხელ ნაჭრებად, ასევე დაჭერით ბეკონიც, წაუსვით კარტოფილის ჭრილებში ზეთი, თუ ყველი და ბეკონი მარილიანია, შეგიძლიათ კარტოფილს აღარ დაუმატოთ მარილი, მოაყარეთ მას ქონდარი, ან ის სანელებელი, რომელიც გიყვართ და ბოლოს ჩააწყვეთ ჭრილებში ბეკონი და ყველი. ცხიმწასმულ ჭურჭელზე დააწყვეთ დაჭრილი კარტოფილები, შეეცადეთ, რომ ისინი არ ეხებოდეს ერთმანეთს, შუაგულში კი მოათავსეთ ბეკონიანი და ყველიანი კარტოფილი. სანამ კართოფილი ღუმელში ცხვება, გაარჩიეთ ნიორი და გახეხეთ. დაჭრილი კარტოფილები დაახლოებით 25 წუთში  გამზადდება, შემზადებულს კი 35 წუთი დასჭირდება, ამიტომ სანამ ბეკონიანი კარტოფილი ცხობას განაგრძობს, გადმოაწყვეთ დაჭრილი, გამომცხვარი კარტოფილები თასში, დაუმატეთ მარილი, შავი წიწაკა და ქონდარი, ასევე გახეხილი ნიორი და კარგად აურიეთ. ამ დროისთვის ღუმელში დარჩენილი კარტოფილიც გამზადდება, გადმოიღეთ ის თეფშზე დაჭრილ კარტოფილებთან ერთად და გააფორმეთ მწვანილებით. ძალიან გემრიელი და არც თუ ისე რთულად მოსამზადებელი კერძი მზადაა.
 
კარტოფილისგან შესაძლებელია ტორტის მომზადებაც. მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ მას პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე, მარილი და წიწაკა დაუმატეთ მას შემდეგ, რაც ფილე ფერს შეიცვლის და გათეთრდება. სანამ ფილე ხახვთან ერთად იწვება, დაჭერით სოკო შედარებით დიდ ნაჭრებად, სემწვარი ხორცი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, ტაფაზე კი სოკო შეწვით.  დაახლოებით 400 გრამ კარტოფილის დაუმატეთ 3 კვერცხი, 100 გრამი პურის ფქვილი და მარილი, კარგად აურიეთ და მიღებული მასა მოათავსეთ პერგამენტიან ფორმაში. პიურე კოვზით თანაბრად გაანაწილეთ ისე, რომ შუაში ჩაღრმავებული ადგილი დატოვოთ, ამოავსეთ ჩარღმავებული ადგილი ფილეთი და სოკოთი, დააფარეთ ზემოდან ფოლგის ქაღალდი და შედგით ღუმელში 25 წუთით, არ დაგავიწყდეთ, რომ ღუმელში ტემპერატურა 180 გრადუსი უნდა იყოს. სანამ ტორტი ცხვება, გახეხეთ ყველის ის სახეობა, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მარტივად დნება, მოაშორეთ ფოლგა კერძს, დააყარეთ გახეხილი ყველი და ისევ შედგით ღუმელში 10 წუთით. გამომცხვარ ტორტს, მოაყარეთ დაჭრილი კამა, ოდნავ შეაგრილეთ, დაჭერით ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით.

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები