რეგიონის ბევრ ქვეყანაში კარტოფილისა და სტაფილოს ფასი გაიზარდა. ამის შესახებ East fruit-ის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშული.რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, აქ ფასების საკმაოდ ნეგატიური დინამიკა შენიშნებოდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბაზარზე ფასების ზრდის მიზეზი ხარისხიანი პროდუქციის შემცირება და სეზონის დასრულება იყო.
რუსეთსა და უკრაინაში კარტოფილისა და სტაფილოს ფასები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და 1 კილოგრამი პროდუქციის ღირებულებამ 30 ცენტი შეადგინა.
საქართველოში კი, გასულ კვირას, აღნიშნული პროდუქტების ფასი 12%-მდე გაიზარდა და 1 კილოგრამი 67 ცენტამდე გაძვირდა. ფასები მცირედით გაიზარდა მოლდოვასა და პოლონეთში.