ახალი კარტოფილი რეგიონის ქვეყნებში ისევ ძვირდება. როგორც east fruit-ის მიერ ჩატარებულ ბაზრის კვლევაშია აღნიშული, პროდუქტის მაღალი ღირებულებით, საქართველო ლიდერის პოზიციებს არ თმობს. კერძოდ, საქართველოში ძველი კარტოფილი 8%-ით ისევ გაძვირდა და 1 კილოგრამის ღირებულებამ 48 ცენტი შეადგინა. რაც შეეხება ახალ კარტოფილს, მისი ფასი საშუალოდ, 1 დოლარი და 11 ცენტია.ამასთან, გამოცემის ცნობით, პროდუქტი გაძვირდა მოლდოვაში, სადაც ძველი კარტოფილის ფასი 14%-ით გაიზარდა და 45 ცენტი, ხოლო ახალი პროდუქტის ღირებულებამ - დოლარი და 23 ცენტი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რუსეთში ძველი კარტოფილი - 20 ცენტი, ხოლო ახალი - 67 ცენტი ღირს.პოლონეთში კი ძველი კარტოფილის ფასი 39 ცენტს, ხოლო ახლის - 69 ცენტს შეადგენს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ფასების შემცირება მხოლოდ ტაჯიკეთში დაფიქსირდა, სადაც ძველი კარტოფილი 17 ცენტი, ახალი კი 32 ცენტი ღირს.