მექსიკა - ქვეყანა რომელიც თავისი ეგზოტიკური კულტურითა და კერძებით იზიდავს ტურისტებსა და დამსვენებლებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მექსიკური სამზარეულო 9,000 წელს ითვლის და საუკუნეების განმავლობაში ქვეყანასთან ერთად იცვლებოდა და ვითარდებოდაა. სწორედ მექსიკიდან მე-14 საუკუნეში მთელს მსოფლიოში გავრცელდა ისეთი პროდუქტები როგორებიცაა: კარტოფილი, ლობიო, პომიდორი, ჩილი, ავოკადო და სიმინდი. თავად მექსიკური სამზარეულო ხასიათდება რეგიონულობით: აქ ყველა კუთხეს თავისი განსაკუთრებული კულინარიული ტრადიციები ახასიათებს, რომლებიც ჯერ კიდევ აცტეკების პერიოდიდან დამკვიდრდა.მექსიკის ჩრდილოეთი ხასიათდება საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტებით. ძროხისა და ხბოს ხორცი აქ ყველა კერძის მთავარი ინგრედიენტია.