"ქართლის ქარის ელექტროსადგურის" მიერ მიმდინარე წლის აპრილში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 9 მილიონ 365 ათას 860 კილოვატ საათი შეადგინა, რაც აპრილის საპროგნოზო გამომუშავებას მილიონ 965 ათას 860 კილოვატ საათით აღემატება.
შეგახსენებთ, რომ "ქართლის ქარის ელექტროსადგური" საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია.
სადგური ექსპლუატაციაში ოფიციალურად 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა. ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია 126 მილიონ 473 ათას 195 კილოვატ საათს შეადგენს.