2016 წლის ნოემბერში ამუშავებიდან დღემდე ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 67 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. მხოლოდ ივლისში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 7 მილიონ 327 ათასი კილოვატ საათი შეადგინა, რაც ივლისის თვის პროგნოზს 427 0000 კილოვატ საათით აღემატება. ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.